Tuesday, March 14, 2017

ხევსურეთი

ხევსურეთისაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე, ჩრდილოეთის განედის 42°25'-42°27' და აღმოსავლეთი გრძედის 44°48'-45°18' (ფეროს მერიდიანიდან — 62°28'-62°55') შუა. მას უჭირავს დაახლოებით 1050 კვ. კმ. ფართობი.

კავკასიონის ქედი ხევსურეთს ყოფს ორ ნაწილად: ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე, ანუ პირიქითა ხევსურეთი და სამხრეთ-დასავლეთის მხარე, ანუ პირაქეთა ხევსურეთი. პირიქითა ხევსურეთი შედგება: მიღმახევის, შატილის და არხოტის ხეობებისაგან, პირაქეთიარაგვის ხეობისაგან.

 




თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ორ თემადაა გაყოფილი: ხევსურეთის (ცენტრიბარისახო) და შატილის (ცენტრიშატილი).
გეოგრაფიული აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღმოსავლეთიდან ხევსურეთს ესაზღვრება ჩეჩნეთი და თუშეთი, სამხრეთითფშავი, დასავლეთითხევი და მთიულეთ-გუდამაყარი, ჩრდილოეთით კიინგუშეთი. ქისტეთ ჩეჩნეთისაგან ხევსურეთს ჰყოფს მითხოსა და მაისტის მაღალი მთები, რომლებიც მიემართებიან ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, ბისნის მთიდან დაწყებული თებულოს მთამდის. ხევსურეთისა და ფშავის გამყოფი საზღვარი იწყება მცირე ბორბალოდან და ლიქოკის მთით მიდის აკუშოს წყლის სათავემდის და შემდეგ ბეტის ჩრდილზე და კიშხევზე გადადის.

ხევსურეთი მაღალმთიანი მხარეა, რომელიც ღრმა ხევებით არის დაღარული. მისი გეოგრაფიული სახელწოდებაცხევ-სურეთიაქედან არის წარმომდგარი და ნიშნავს ღრმა ხევებიან ადგილს. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავლებისაფხოველები. ხევსურეთის არაგვის სათავეები გამომდინარეობენ არხოტის თავისა და ანატორის მთებიდან. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის წყალგამყოფი არხოტის თავია (3050 ), რომელზედაც გადადის არხოტ-როშკის გადასასვლელი ბილიკი. ამ გადასასვლელს არხოტელები როშკის გადასასვლელს უწოდებენ, როშკელებიარხოტისას.

ვიკიციტატა    
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხევსურები მხოლოდ პირაქეთა ნაწილს უწოდებენ ხევსურეთს, პირიქითელები კი შატილიონებად და არხოტიონებად (არხვატიონი) იწოდებიან[1].“
ვახუშტი ბატონიშვილი ძველ ხევსურეთს ასე აღგვიღწერს:
 
ვიკიციტატა    
ამ ჟინვანს ზეით და ხარჭაშოს ზეით მოერთვის თეთრს-არაგვს ხევსურეთის წყალი. გამოსდის ესე ძურძუკსა და ამას შორის მთას კავკასს, მოდის ჩრდილოდამ სამხრით. ამას მოერთვის ხევნი იმიერ და ამიერ და განჰყოფს ხევსურეთს: აღმოსავლით, ჩამოსული მთა სამხრეთად, ამასა და ფშავს შორისი; სამხრით, ფშავის საზღვარი; ჩრდილოთ, კავკასი ამასა და ძურძუკს შორისი. დასავლით, კავკასიდამ ჩამოსული სამხრეთად მთა, ამასა და გუდამაყარს შორისი[2].“
ის რომ ხევსურეთად ადრე ბუდე ხევსურეთს ანუ არაგვის ხევსურეთს მოიაზრებდნენ ამას ადასტურებსმოქცევაჲ ქართლისაჲ“–. „ქრონიკისთანახმად, როცა ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო ქართლი, მის მმართველად დანიშნულ აზოს საზღვრად დაუდგინა აღმოსავლეთით ჰერეთი, დასავლეთითეგრის წყალი, სამხრეთითსომხითი, ხოლო ჩრდილოეთითცროლის მთა („მთაჲ ცროლისაჲ“)[3]. ცროლის მთა კი მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, რომლის აქეთ მხოლოდ არაგვის ხევსურეთია.

იმ უღელტეხილთა შორის, რომლითაც ხევსურეთი თუშეთს, ინგუშეთსა და ჩეჩნეთს უკავშირდება, აღსანიშნავია: შიბუ-ღელე (3447 .), ამ უღელტეხილით გადავდივართ მდინარე შან-ჩოჩის ხეობაში. ეს მდინარე არმხის (ქსიტაურის) მარცხენა შენაკადია. შიბუ ღელედან გადავდივართ აგრეთვე სალაშქროს-ღელეზე, აქედან კი პირდაპირ მდინარე არმეხის სათავეებში. შიბუ-ღელეთი და ნალაშქროს-ღელეთი ხევსურეთი ინგუშეთს უკავშირდება. ეს ორივე გზა ინგუშეთისაკენ მდინარე არხოტის ხეობიდან იზრდება.

აწუნთის უღელტეხილით გადავდივართ თებულოში (თუშეთში), აქედან ბილიკი გადის თუშეთზე და ჩადის სოფელ ჩამლაში, შემდეგ მიუყვება აღმართს ჩამღის გადასასვლელისაკენ და ჩადის ჩეჩნეთში.

No comments:

Post a Comment