Saturday, March 18, 2017

გარემოს დაცვა ჩვენი სიცოცოხლის დაცვაა.

პროექტის სახელწოდება: გარემოს დაცვა ჩვენი სიცოცოხლის დაცვაა.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებში კვლევის უნარის ჩამოყალიბება.
პროექტის აქტუალობა: გარემოს დაცვა ძალიან აქტუალური თემაა, რადან ცოცხალი ბუნება კატასტროფის წინაშე დგას, ტყეების დიდი ნაწილი იჩეხება, რაც იწვევს წყლის დონის ამაღლებას. მიმდინარეობს უკანონო ნადირობა.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებში ცნობიერების ამღლება. რაოდენ დიდი მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა ადამიანისთვის, ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის.
მოსწავლეთა ასაკი: 12-13 წელი.
ვადები, ხანგრძლივობა: 2-კვირა.
მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიაზრებენ ჯანსაღი გარემოს შექმნის აუცილებლობას,რა საფრთხე ემუქრება ჩვენს პლანეტას გარემოს დაბინძურების შემთხვევაში.აღწერს ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით მაგ: (ტყეების გაჩეხვა,წყლისა და ნიადაგის დაბინძურება) გამოწვეულ უარყოფით შედეგებს, აყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს მათი თავიდან აცილების საშუალებებზე, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენების მიმართ. სააგიტაციო პლაკატებისა და ბუკლეტების საშუალებით.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
1. მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში,გარემოს დაბინძურების შესახებ. ვინ არის პასუხისმგებელი გარემოსი სისუფთავეზე აქტივობა.
2. მოსწავლეებმა შეასრულონ ლიტერატურული ჩანახატი - "გარემოს დაცვა ჩვენი სიცოცხლის დაცვა".
3. მოიძიონ ინფორმაცია ინტრნეტში საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია - ველური ბუნების დაცვა მსოფლიოს ფონდის შესახებ,რომელიც გარემოს დაცვა, კვლევასა და აღდგენას ემსახურება "პანდას ლოგო".
4. სასწავლო ექსკურსია გარემოში, ნაგავსაყრელებზე სურათების გადაღება.
5. პრეზენტაციაის მომზადება.
6. შეჯამება.
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ.6.10. მოსწავლეს შეუძლია გარემოს დაცვით ღონისძიებების გატარება. მათი მნიშვნელობის აღწერა ცოცოხალი სამყარო, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ასმათი ლიქოკელი.
ხელმძღვანელი ელ-ფოსტა: asmatiliqokeli7@gmail.com
პროეატის ბლოგი: http://asmatiliqokeli.blogspot.com/


















Tuesday, March 14, 2017

ავტობიოგრაფია

მე ასმათი ლიქოკელი ვმუშაობ  მუხრანის  N 1  საჯარო  სკოლაში
ბიოლოგიის  მასწავლებლად

ხევსურეთი

ხევსურეთისაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე, ჩრდილოეთის განედის 42°25'-42°27' და აღმოსავლეთი გრძედის 44°48'-45°18' (ფეროს მერიდიანიდან — 62°28'-62°55') შუა. მას უჭირავს დაახლოებით 1050 კვ. კმ. ფართობი.

კავკასიონის ქედი ხევსურეთს ყოფს ორ ნაწილად: ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე, ანუ პირიქითა ხევსურეთი და სამხრეთ-დასავლეთის მხარე, ანუ პირაქეთა ხევსურეთი. პირიქითა ხევსურეთი შედგება: მიღმახევის, შატილის და არხოტის ხეობებისაგან, პირაქეთიარაგვის ხეობისაგან.

 




თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ორ თემადაა გაყოფილი: ხევსურეთის (ცენტრიბარისახო) და შატილის (ცენტრიშატილი).
გეოგრაფიული აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღმოსავლეთიდან ხევსურეთს ესაზღვრება ჩეჩნეთი და თუშეთი, სამხრეთითფშავი, დასავლეთითხევი და მთიულეთ-გუდამაყარი, ჩრდილოეთით კიინგუშეთი. ქისტეთ ჩეჩნეთისაგან ხევსურეთს ჰყოფს მითხოსა და მაისტის მაღალი მთები, რომლებიც მიემართებიან ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, ბისნის მთიდან დაწყებული თებულოს მთამდის. ხევსურეთისა და ფშავის გამყოფი საზღვარი იწყება მცირე ბორბალოდან და ლიქოკის მთით მიდის აკუშოს წყლის სათავემდის და შემდეგ ბეტის ჩრდილზე და კიშხევზე გადადის.

ხევსურეთი მაღალმთიანი მხარეა, რომელიც ღრმა ხევებით არის დაღარული. მისი გეოგრაფიული სახელწოდებაცხევ-სურეთიაქედან არის წარმომდგარი და ნიშნავს ღრმა ხევებიან ადგილს. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავლებისაფხოველები. ხევსურეთის არაგვის სათავეები გამომდინარეობენ არხოტის თავისა და ანატორის მთებიდან. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის წყალგამყოფი არხოტის თავია (3050 ), რომელზედაც გადადის არხოტ-როშკის გადასასვლელი ბილიკი. ამ გადასასვლელს არხოტელები როშკის გადასასვლელს უწოდებენ, როშკელებიარხოტისას.

ვიკიციტატა    
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხევსურები მხოლოდ პირაქეთა ნაწილს უწოდებენ ხევსურეთს, პირიქითელები კი შატილიონებად და არხოტიონებად (არხვატიონი) იწოდებიან[1].“
ვახუშტი ბატონიშვილი ძველ ხევსურეთს ასე აღგვიღწერს:
 
ვიკიციტატა    
ამ ჟინვანს ზეით და ხარჭაშოს ზეით მოერთვის თეთრს-არაგვს ხევსურეთის წყალი. გამოსდის ესე ძურძუკსა და ამას შორის მთას კავკასს, მოდის ჩრდილოდამ სამხრით. ამას მოერთვის ხევნი იმიერ და ამიერ და განჰყოფს ხევსურეთს: აღმოსავლით, ჩამოსული მთა სამხრეთად, ამასა და ფშავს შორისი; სამხრით, ფშავის საზღვარი; ჩრდილოთ, კავკასი ამასა და ძურძუკს შორისი. დასავლით, კავკასიდამ ჩამოსული სამხრეთად მთა, ამასა და გუდამაყარს შორისი[2].“
ის რომ ხევსურეთად ადრე ბუდე ხევსურეთს ანუ არაგვის ხევსურეთს მოიაზრებდნენ ამას ადასტურებსმოქცევაჲ ქართლისაჲ“–. „ქრონიკისთანახმად, როცა ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო ქართლი, მის მმართველად დანიშნულ აზოს საზღვრად დაუდგინა აღმოსავლეთით ჰერეთი, დასავლეთითეგრის წყალი, სამხრეთითსომხითი, ხოლო ჩრდილოეთითცროლის მთა („მთაჲ ცროლისაჲ“)[3]. ცროლის მთა კი მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, რომლის აქეთ მხოლოდ არაგვის ხევსურეთია.

იმ უღელტეხილთა შორის, რომლითაც ხევსურეთი თუშეთს, ინგუშეთსა და ჩეჩნეთს უკავშირდება, აღსანიშნავია: შიბუ-ღელე (3447 .), ამ უღელტეხილით გადავდივართ მდინარე შან-ჩოჩის ხეობაში. ეს მდინარე არმხის (ქსიტაურის) მარცხენა შენაკადია. შიბუ ღელედან გადავდივართ აგრეთვე სალაშქროს-ღელეზე, აქედან კი პირდაპირ მდინარე არმეხის სათავეებში. შიბუ-ღელეთი და ნალაშქროს-ღელეთი ხევსურეთი ინგუშეთს უკავშირდება. ეს ორივე გზა ინგუშეთისაკენ მდინარე არხოტის ხეობიდან იზრდება.

აწუნთის უღელტეხილით გადავდივართ თებულოში (თუშეთში), აქედან ბილიკი გადის თუშეთზე და ჩადის სოფელ ჩამლაში, შემდეგ მიუყვება აღმართს ჩამღის გადასასვლელისაკენ და ჩადის ჩეჩნეთში.